Thursday, December 15, 2016

ამფიბიები/Amphibians

   ამფიბიები
ამფიბიები ხერხემლიან   ცხოველების კლასს მიეკუთვნება. ამფიბია (ბერძ. „ამფიბიოს“ - ორგვარად მცხოვრები) ორგვარი ცხოვრების წესის მქონეს ნიშნავს. ამფიბიები წყალხმელეთა ცხოველები არიან. არსებობს ამფიბიების სამი ჯგუფი: 1.უკუდო (ბაყაყები და გომბეშოები), 2. კუდიანი (ტრიტონები და სალამანდრები), 3.უფეხო ამფიბიები. ისინი სულ აერთიანებენ 5 000-მდე სახეობას.
ამფიბიები ყველაზე მეტად ტროპიკებში გვხვდებია. მხოლოდ ტროპიკულ ქვეყნებში ბინადრობენ უფეხო ამფიბიები, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში კიკუდიანი ამფიბიები, ხოლო უკუდო ამფიბიებითითქმის ყველგან არიან გავრცელებული. საქართველოში ამფიბიებიდან გვხვდება  ჩვეულებრივი ტრიტონი, კავკასიური სალამანდრა, მწვანე გომბეშო, ჩვეულებრივი ვასაკა, ტბის ბაყაყი, ამიერკავკასიური ბაყაყი და სხვა.
გარეგანი აგებულება
ამფიბიების უმრავლესობას, თევზებისაგან განსხვავებით აქვს ოთხი კიდური, რომლებსაც ხმელეთზე სამოძრაოდ, წყალში კი - ცურვისთვის იყენებს.  მისი კანი ძალიან თხელი და ნოტიო. ეს ცივსისხლიანი არსებები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფორმის, ზომისა და ფერის მიხედვით. მაგალითად, გოლიათი ბაყაყი კატისხელაა, ხოლო ზოგიერთი ამ ჯგუფის წარმომადგენელი ფრჩხილის ზომას არ აღემატება. ბაყაყებმა იციან ხტუნვა, ცოცვა, მათ შეუძიათ თავისი სხეულის სიგრძეზე ათჯერ მეტ მანძილზე ისკუპონ.
შინაგანი აგებულება
ამფიბიები სიცოცხლის სამ სტადიას გადიან:კვერცხის, ლავრისა და ზრდასრული ცხოველის.  ბევრი ამფიბია დაბადებიან ჯერ წყალში ცხოვრობს და ლაყუჩებით სუნთქავს, შემდეგ ზრდასრულ ასაკს აღწევს და ხმელეთზე გადადის საცხოვრებლად. ხმელეთზე სუნთქავენ ატმოსფერული ჰაერით ფილტვებისა და კანის მეშვებით. გარდაქმნის ამ პროცესს მეტამორფოზი ეწოდება. კანით წყალშიც შეუძიათ სუნთქვა, რადგან კანი გამოყოფს ლორწოს, რომელიც ხელს უწყობს კანში აირების შეღწევას. ლორწოს წყალობით კანი სულ სველია. ამფიბიები წყალსა და ხმელეთზე თავს ერთნაირად კარგად გრძნობენ. ამფიბიებს წყალთან ყველაზე მეტად გამრავლების პროცესი აკავშირებს. ზრდასრული ასაკის ამფიბიების უმრავლესობა ხმელეთზე ცხოვრობს, თუმცა გასამრავლებლად წყალში ჩადის. დებენ კვერცხებს, 2000 კვერცხიდან მხოლოდ 5 გომბეშო ან ბაყაყი ხდება ზრდასრული უმრავლეს შემთხვევაში. ბაყაყებისა და გომბეშოების ლავრებს თავკომბალები ეწოდებათ, ისინი წყალმცენარეებით იკვებებიან, შემდეგ კი ხორცისმჭამელები ხდებიან. ტრიტონები და სალამანდრები ლარვისა და ზრდასრულის სტადიაში ხორცისმჭამელები არიან. ამფიბიებს სამსაკნიანი გული აქვთ.

დაიმახსოვრე:
ბაყაყებსა და გომბეშოს შორის მკვეთრი განსხვავება არ არის. ბაყაყებს აქვთ გლუვი, სველი კანი, არიან უფრო პატარები და დახტიან. სიცოცხლის უმეტეს ნაწილს წყალთან ახლოს ატარებენ. გომბეშოს კანი მშრალია და მეჭეჭიანი, ისინი უფრო მეტად დადიან, ვიდრე დახტიან. ძირითადად ხმელეთზე ცხოვრობენ.
სალამადრებსა და ტრიტონებს შორის თითქმის არანაირი განსხვავება არ არის. ზრდასრული ტრიტონები წყალშ ბევრად დიდ დროს ატარებენ, ვიდრე სალამანდრები.
უფეხო ამფიბიების  სხეულის სიგრძე 1 - აღწევს. აქვთ ჭიისებრი უკიდურებო, რგოლებად დაყოფილი სხეული, განუვითარებელი თვალები. ბინადრობენ მიწის ქვეშ, ზოგიწყალში. იკვებებიან წვრილი ცხოველებით. დებენ ცოტა რაოდენობის კვერცხებს. ლარვები ვითარდებიან წყალში ან კვერცხშივე. არიან ცოცხალმშობიარენიც. 

 

1 comment: